logo_geo
eng_logo
ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა
- +

21 ივლისი. 2017. 10:42


საბერძნეთის კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის" ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.


მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.


6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner