logo_geo
eng_logo
„ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების თანახმად, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში“
- +

21 ივლისი. 2017. 12:06


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფისკალური რეფორმების ექვსი თვის შედეგების თანახმად, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში.


მისი თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 39%; ენერგეტიკა - 13%; მშენებლობა - 10% ფინანსური სექტორი - 8%; დამამუშავებელი მრეწველობა - 7%; სასტუმრო და რესტორნები - 6.7%; უძრავი ქონება - 4%; სხვა სექტორები - 12%.


ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკავშირი - 27%; რუსეთი - 9.8%; თურქეთი - 8.2%; ჩინეთი - 8.0%; ბულგარეთი - 7.9%; აზერბაიჯანი - 7.3%; სომხეთი - 7.1%; გერმანია - 4%; სხვა ქვეყნები - 47.7%. საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: სპილენძი - 15%; ფეროშენადნობი - 8%; თხილი - 8%; ავტომობილები - 8%; ღვინო - 5%; მედიკამენტები - 5%; სპირტიანი სასმელები - 4% ; სხვა - 46%.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა, საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 4.748 მლნ ლარი, ზრდამ, წინა წელთან შედარებით, შეადგინა 14.2%, გადასახდელებმა - 5.841 მლნ ლარი და წინა წელთან შედარეაბით, 11.7%-ით გაიზარდა.


ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner