აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.