logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის
- +

9 აპრილი. 2016. 16:20



აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.



გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner