logo_geo
eng_logo
რეზო ხოფერია: მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო თათია დოლიძეს...
- +

21 ივლისი. 2017. 17:18



ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერიას შვილი რეზო ხოფერია ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში თათია დოლიძეს მიმართავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


მეგობრებო, მსურს პატარა შესწორება შევიტანო ჩემ მიერ თათია დოლიძის მიმართ გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით. ეს საკითხი აქტუალურობას არ კარგავ და მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ქალბატონ თათიას.

 

ვუყურე მის გამოსვლას იმედზე" და ძალიან გული დამწყვიტა ერთმა ფაქტმა. აღმოჩნდა რომ, ქალბატონ თათიას აბრალებდნენ ძალიან უღირს საქციელს, საკუთარი წარმომავლობის დამალვას, რაც, ჩემი აზრით, ადამიანის სულის ხრწნადობაზე მიუთითებს. ჩემდა სასიხარულოდ, ამ დიდ სიცრუეს ქალბატონმა თათიამ ნათელი მოფინა. მინდა მას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ ამ სიცრუემ ჩემში მის მიმართ უარყოფითი ემოცია გამოწვია. ასევე, მოუწოდებ ყველას და კატეგორიულად მოვითხოვ ამ ფაქტის გამო მას ასევე ბოდიში მოუხადონ.

 

მაგრამ! ქალბატონმა თათიამ, ალბათ კარგად ვერ გაიაზრა მის მიმართ აგორებული უარყოფითი ტალღის რეალური პათოსი. მისთვის რთულად გასაგები გახდა, რომ თემურ ცხუმბათი არის მტერი და მტრის გმირად გამოყვანა დიდი მავნებლობაა! მინდა მწამდეს, რომ ქალბატონი თათია ამას გაუაზრებლად აკეთებს. მისი მხრიდან ცხუმბათის ჟურნალისტად მოხსენიება და იმაზე საუბარი, რომ თითქოს, რა მოხდა, თუ ის ქართველების წინააღმდეგ ომობდა, ბევრს აქვს ხელები სისხლში გასვრილი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმეგობროთ" არის, რბილად რომ ვთქვათ, ცინიზმი. ცხუმბათი არის მოღალატე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები წაართვა და რომელმაც მოკლა ჩენი ტერიტორიებს დასაცავად წასული ბიჭები. ის რომ ცხუმბათი მკვლელია, ამას ქალბატონი თათია თავადაც ამტკიცებს, როდესაც ამბობს რომ, ცხუმბათს ხელები სისხლში აქვს.

 

ბოლოს ერთს დავამატებ. ქალბატონ თათია დოლიძეს მიაჩნია, რომ საზღვრებს გარეთ მიღებული განალება მას პრიორიტეტულ მდგომარეობააყენებს და მისი ამ საკითხთან (კონფლიქტებთან) მიდგომა უწინარესია სხის მიდგომებზე.

 

შევახსენებ ქალბატონს და თუ ვინმეს სურვილი ექნება გადაეცით... საქართველოში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ ადამიანები, რომელთა სიდიადე აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის წარმოსახვის შესაძლებლობეს. მათი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ მიდგომები იყო და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისათვის და მერწმუნეთ, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება სამშობლოში აქვთ მიღებული.

 

აჯობებს მათგან, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის სიტყვებვიხლმძღვანელოთ:

 

თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად". ზვიად გამსახურდია.

 

გთხოვთ ნუ გვაყვედრით თქვენს პერსონას, მით უმეტეს, თქვენს მცდარ მიდგომებს კონფლიქტის დარეგულირების საკითხის მიმართ", - წერს ხოფერია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner