logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...
- +

21 ივლისი. 2017. 21:37



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსით მიმართავს:

 

ურიგო არ იქნება, თუ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში გაანალიზებენ, რამდენად ეთიკური და ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულია მათი ცალკეული ხელმძღვანელების საჯარო განცხადებები, რომელიც ვითარების არასწორად და ტენდენციურად წარმოჩენას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყიდულობს ავტომობილებს, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ დროული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს და ამაზე ქილიკი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს თავად იმ მედიაექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტებს, რომელთაც სხვებისთვის ჭკუის სწავლება თავის ძირითად საქმედ მიაჩნიათ", - წერს მაღლაფერიძე.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner