მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოშია, რომელიც საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვიდა. მომღერალი Black Sea Arena-ზე კონცერტს 23 ივლისს გამართავს.
„ძალიან მიხარია ბათუმში რომ ჩამოვედი, რადგან ზაფხულობით ბავშვობაში სულ აქ ვიყავი. ჩამოვედი ჩემს ბენდთან ერთად. Black Sea Arena-ზე ძალიან მაგარი კონცერტი უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძალიან ძლიერი კონცერტი ჩავატარო", - აღნიშნა მომღერალმა.
ქეთი მელუა ხვალ, 22 ივლისს ბრიფინგს გამართავს.