The New York Times- ის ინფორმაციით, თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. NYT წერს, რომ ტრამპმა სპაისერს სთხოვა, თანამდებობაზე დარჩენილიყო, თუმცა ვერ დაითანხმა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრისას შონ სპაისერი არ დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას, ფინანსისტი ენტონი სკარამუჩი თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულიყო.