logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ვიცი ჩავიქოლები, მაგრამ უნდა ვთქვა!
- +

21 ივლისი. 2017. 22:11



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ძალიან არაპოპულარულ სტატუსს ვდებ, ვიცი ჩავიქოლები, მაგრამ ასე ვფიქრობ და უნდა ვთქვა! რომ გაყვირით ნაცებს ასაქმებენ" და ჩვენ ისევ ქუჩაში ვართო, რას ვებრძოდით ჩვენ 2012 წელს? იმას, რომ არ მოგვწონდა პარტიული ნიშნით დასაქმება ხომ? ახლა ჩვენ რა, იგივე გავიმეოროთ? თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, არ ჩაუდენია დანაშაული, არ გამოვარდნილა ქუჩაში და არ უპროტესტებია ჩვენსავით რეჟიმი, ამის გამო უნდა მოიკვეთოს? თუ ასეთ ადამიანს აუცილებლად დროშის ქნევაში დაბერებული აქტივისტი ჯობია, რომელსაც სხვა არაფერი შეუძლია, გარდა ცარიელი სიტყვებისა - „გაუმარჯოს პატრიოტიზმს და საქართველოს"? ერთი ოფიციანტი მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ, ყველა აქციაზე ვიყავი, დროშას ვიქნევდი და აქ უნდა ვიყო მეო? უკაცრავად და, მანამდე რას აკეთებდი-თქო? მანამდეც რესტორანში ვმუშაობდიო... ჰოდა, ბოდიში ახლა, მინისტრის მოადგილე თუ არაა თურმე... ცარიელი სიტყვების ბრახაბრუხს მოეშით, ზოგს გამოსდის ეს გმირობა და ზოგს არა!ნაციც" უნდა მუშაობდეს ქოციც",ლეიბორისტიც" და უპარტიოც! ეს ყველას ქვეყანაა და არა ერთი პარტიის", - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner