logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: კალაშნიკოვია თუ სტეჩკინი, არ მსმენია, რომ ეს ადამიანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
- +

21 ივლისი. 2017. 23:32



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  „tvპირველის" ეთერში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადადებას გამოეხმაურა:

 

ეს არის საკითხი, სადაც მთელი ჩვენი ერი, მოსახლეობა არის ერთ პოზიციაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ჩვენს მიერ, ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც მათ შორის გულისხმობს - ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის წითელი ხაზი და როდესაც ვსაუბრობთ რაიმე ტიპის დიალოგსა თუ დისკუსიაზე, ეს ორი საკითხი მინიმუმ არ ექვემდებარება არც დიალოგს და არც დისკუსიას. ამიტომ თუ ვინმე კეთილისმსურველი აპირებს ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებას, პირველ რიგში მას გააზრებული უნდა ჰქონდეს და მის მიერ აღიარებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის პირველ რიგში, ევროპული და ევროატლანტიკური, და ამის მერე დეტალებზე ვისაუბრებთ თუ იმ პროცესზე, თუ როგორ იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. წამოუდგენლად მიმაჩნია რუსეთის ოფიციალურ პირებს ვესაუბრებოდე, მაშინ როდესაც ცხინვალსა და ოსეთში არის ე.რუსეთის საელჩოები. მე ამ ადამიანისგან კალაშნიკოვია თუ სპეჩნიკინი არ აქვს მნიშვნელობა, არ მსმენია, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება შემოსვლა არ შემოსვლის საკითხს, ამას არეგულირებს კანონმდებლობა.  ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა, რომ მოჯადოებული, ანუ ოკუპაციის სივრციდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეფუძნებოდეს ცივილეზებულ ნორმებს, და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას.  ჩვენ არ ვართ დახურული არც რუსეთის მოქალაქეებისთვის და არც სხვებისთვის, ვინც შემოვა საქართველოში უნდა იცავდეს კანონს. მე ვერ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მას შემოუშვებენ თუ არა" - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner