logo_geo
eng_logo
ჯეიმს მეტისი: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაკრ ალ-ბაღდადი ცოცხალია!
- +

21 ივლისი. 2017. 23:44



აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი ვარაუდობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ-ბაკრ ალ-ბაღდადი ცოცხალია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ალ ბაღდადი ძველებურად იღებს მონაწილეობას "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობაში.


არადა, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის დაღუპვის შესახებ.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ ბაღდადი რაქაზე რუსულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, მოსკოვმა ივნისის დასაწყისში გაავრცელა.


ირანულმა ტელევიზიამ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის დაღუპვის დამადასტურებელი ფოტოები 30 ივნისს გამოაქვეყნა. სულ 4 ფოტო გამოქვეყნდა - 2 ალ ბაღდადის სიცოხლეშია გადაღებული, 2-ზე კი, როგორც ირანული ტელევიზია ამბობს, ლიკვიდირებული ალ ბაღდადია ასახული.


თავად "ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი ლიდერის გარდაცვალების ფაქტი 11 ივლისს დაადასტურა, თუმცა 5 დღის წინ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ ბაღდადის გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner