შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ბიზნესის Migros Group საქართველოს თხილის სექტორითაა დაინტერესებული.
აღნიშნული ჯგუფში გაერთიანებულია სასურსათო და აგრარული წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის Chocolat Frey AG, წამყვანი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც შვეიცარიაში 1887 წელს დაარსდა.
თხილის სექტორში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები Migros Group, წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.