logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

22 ივლისი. 2017. 10:11



შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.


„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner