logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: იქნებ, ყველას გვეყოს გონიერება და არ გავხლიჩოთ ეს პატარა ერი ისევ შუაზე!
- +

22 ივლისი. 2017. 11:40



იქნებ, ყველას გვეყოს გონიერება და არ გავხლიჩოთ ეს პატარა ერი ისევ შუაზე!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„საქართველოს ისტორიაში გვქონდა ერთი საშინელი და ამაზრზენი ფურცელი, რომელიც გვახსოვს, როცა ზვიადისტებად და პუტჩისტებად დაიყო ერი, ოჯახები ინგრეოდა, ნათესავებმა ერთმანეთი დაკარგეს, სამოქალაქო ომი დაიწყო. მერე მოხდა დიდი შერიგება და დღემდე ღრმა კვალი დარჩა. ვატყობ, ისევ იმ მდგომარეობამდე მივდივართ. ამიტომ, იქნებ, ყველას გვეყოს გონიერება და არ გავხლიჩოთ ეს პატარა ერი ისევ შუაზე! ეს ჩემი აზრია და ვისაც როგორ გინდათ ისე მიიღეთ, თორემ, ჩემზე მეტი ტალახი და შეურაცხყოფა პოლიტიკურ ნიადაგზე ინტერნეტ სივრცეში არცერთს არ მიგიღიათ!" - წერს ჯღარკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner