logo_geo
eng_logo
რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დაგმეს
- +

3 მარტი. 2016. 23:34


მსოფილიო პრესა ისტორიულს უწოდებს რომის პაპისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის შეხვედრას, რომელიც 12 თებერვალს, ჰავანას საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთობლივ 30 პუნქტიან დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელშიც მხარეები მთელ რიგ პრობლემებთან ერთად ერთნაირსქესიანთა ქორწინების ტრადიციულთან გათანაბრების გამო წუხილს გამოთქვამენ.


დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თავისუფალ და ერთგულ სიყვარულს ეფუძნება.


თანაცხოვრების სხვა ფორმები დღეს  ამგვარ კავშირს უთანაბრდება, რაც ბიბლიური ტრადიციით  ნაკურთხი არ არის"- ნათქვმია დეკლარაციაში, რომელიც ორი ეკლესიის წინამძღოლის მიერ გაფორმდა.


რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო,  რომ საზოგადოების ცნობიერებიდან ამოშლილია ბიბლიური ტრადიცია მამობისა და დედობის, როგორც კაცისა და ქალის ქორწინების გამოხატვის საშუალება.


რუსული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ანტი-გეი კანონის მთავარი მხარდამჭერია. პატრიარქმა კირილემ  რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა. 2013 წელს მან დასავლეთში ქორწინების თანასწორობა დაგმო და მას აპოკალიფსის სიმპტომი უწოდა.


პაპმა ფრანცისკემ კი იტალიის სენატში სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკითხის განხილვის პარალელურად, ლგბტ ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის იდეა გააკრიტიკა.


„არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ ღმერთს  ოჯახის რამე სხვა ტიპის არსებობა სურს"- აღნიშნა პაპმა.


ამჟამად ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ანგლიკანური და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები გამოდიან. კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგებიან კონსერვატორი დეპუტატებიც და ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ქორწინებაზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ შეხედულებებს .


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner