9 აპრილს, ქ. კიევში, პარკში „Відрадний" საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, ქ. კიევის სოლომიანსკის რაიონის თავმჯდომარემ მაქსიმ შკურომ, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ, დიასპორის წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა, 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ხე დარგეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ სამომავლოდ აღნიშნულ პარკში ქართულ-უკრაინული მეგობრობის ხეივნის გახსნას ჩაუყარა საფუძველი.