logo_geo
eng_logo
„ორი საქართველო იყო მაშინ, როდესაც ტელევიზია არ აჩვენებდა იმას, რაც რეალურად ხდებოდა!“ - მიმართვა NDI-ის
- +

22 ივლისი. 2017. 17:31



NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელის  ლორა თორნთონის განცხადებას „ორი საქართველოს" შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

 

„მთავარი, რაც დელეგაციამ ამ შეხვედრებიდან მიიღო, არის ის, რომ ამ შეხვედრებიდან ორი საქართველო ვნახეთ.

 

ერთი საქართველო დანახულია „ქართული ოცნების" მიერ და მეორე არის, რომელიც აღგვიწერა ყველა სხვამ, ვისაც ჩვენ შევხდით", - განაცხადა NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნთონმა.

 

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ვატო შაქარაშვილი გამოეხმაურა:


„ჩემი საქართველო აქ არის!

ქალბატონო ლორა და ძვირფასო ენდიაიშნიკებო.

 

მინდა გითხრათ, რომ საქართველო ერთია, რეალობა ერთია ყველასთვის, ბაჩუკისთვის, ნიკასთვის, ლორასთვის, მამუკასთვის, იმის თუ ამის ამომრჩევლისთვის, უბრალოდ მავანნი უცხო სხეულად გრძნობენ თავს ამ საქართველოში, თავისუფლებასა და გაუპრიალებელ სინამდვილეში და ვერ ეგუებიან მას!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც სატელევიზიო ყუთი ერთ რეალობას აჩვენებდა, ხოლო სინამდვილე კი სულ სხვა იყო! ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც მღვდლებს მიტოვებული გვამები გამოყავდათ ბრძოლის ველიდან, რუსთაველზე კი კონცერტით გამარჯვებას აღნიშნავდნენ!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ზურა ჟვანია გაზით გაიგუდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც სანდრო გირგვლიანი გაქცევისას დაიღუპა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ბუტა რობაქიძეს ავტომატი ჰქონდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ტელეკომპანია „იმედი" გადატრიალებას აწყობდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც პოლკოვნიკი თეთრაძე რუსეთის აგენტი იყო!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის კაცი სასჯელს იხდიდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ნინა წკრიალაშვილი ღირსების ორდენს იღებდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც 2008 წელს სააკაშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც „რუსთავი 2" სიტყვის თავისუფლების მედროშედ იწოდებოდა!

 

ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც 2010 წელს კონსტიტუცია კონსენსუსის შედაგად მიღებულ, უნაკლო დოკუმენტად აღიარეთ!

 

ორი საქართველო წარსულში დარჩა!

 

დღეს, ჩემი საქართველო აქ არის!" - წერს ვატო შაქარაშვილი.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner