logo_geo
eng_logo
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავტოავარიაში მოყვა
- +

22 ივლისი. 2017. 17:32


ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავააზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოყვა. შენგელიას ინფორმაციით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


„რატომ და როდემდე უნდა იყოს დაშვებული ამ ქვეყანაში მარჯვენა საჭიანი მანქანების მოძრაობა?!.. ასეთი მანქანები პოტენციური მკვლელები არიან!.. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ერთდროულად მარჯვენა და მარცხენა საჭიანი მანქანების მოძრაობაა დაშვებული... ან ერთია და ან მეორე... რამდენი ადამინი შეიწირა მარჯვენა საჭემ, რამდენი დაასახიჩრა და მაინც ვერ მოევლო ამ უბედურებას... ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი პრობლემურია ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გაჭრილად გადაწყვეტა... დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ... მერე ადგება ეს ტაქსის მძღოლი, გაარემონტებს მანქანას და ჰერი ჰერი კიდევ ახალი მოსახდენი და პოტენციური საავტომობილო მკვლელობებისკენ... რატომ? როდემდე?" - წერს ზაზა შენგელია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner