თალიბანის მებრძოლებმა სამხრეთ ავღანეთის ერთ-ერთი სოფლიდან 70 ადამიანი გაიტაცეს. გატაცებულთაგან შვიდი მოკლულია.
ყანდაგარის პროვინციის უფროსი ირწმუნება, რომ 30 გატაცებული მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია
ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომიტეტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალაქ ტარინკოტისა და ყანდაგარის დამაკავშირებელ გზაზე. სოფლის 70 მაცხოვრებელი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.