ირანმა საჰაერო თავდაცვის რაკეტების, „Sayyad 3"-ის სერიული წარმოება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს. რაკეტის გამოშვების ცერემონიას ირანის თავდაცვის მინისტრი ჰუსეინ დეჰგანი დაესწრო.
„Sayyad-3"-ის რაკეტები თანამედროვე ტექნოლოგიებით დაპროექტდა. მათ ნებისმიერი მიზნის განადგურება შეუძლიათ, მათ შორის, ჩქაროსნული საფრენი აპარატებისაც", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, რაკეტის მოქმედების მანძილი 120 კილომეტრია.