logo_geo
eng_logo
ირანმა საჰაერო თავდაცვის რაკეტების, „Sayyad 3“-ის სერიული წარმოება დაიწყო
- +

23 ივლისი. 2017. 01:06



ირანმა საჰაერო თავდაცვის რაკეტების, „Sayyad 3"-ის სერიული წარმოება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს. რაკეტის გამოშვების ცერემონიას ირანის თავდაცვის მინისტრი ჰუსეინ დეჰგანი დაესწრო.


„Sayyad-3"-ის რაკეტები თანამედროვე ტექნოლოგიებით დაპროექტდა. მათ ნებისმიერი მიზნის განადგურება შეუძლიათ, მათ შორის, ჩქაროსნული საფრენი აპარატებისაც", - განაცხადა მინისტრმა. 


მინისტრის თქმით, რაკეტის მოქმედების მანძილი 120 კილომეტრია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner