logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ეს არის ბენდუქიძის პოლიტიკის გაგრძელება სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ!
- +

23 ივლისი. 2017. 01:55



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯერ სუნელი! შემდეგ თხილი! ახლა საზამთრო, ნესვი და ვაშლატამა საშიშია ჯანმრთელობისთვისო! ანუ იმ მცირედი დოვლათის, რისი ექსპორტიც ხდება, ყველაფერს სახელს უფუჭებს ჩვენი მედია! ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება! ამას ემატება ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის ქართული ხორცის უკრაინიდან ჩანაცვლება გადაწყვიტა!

რა ხდება, შემთხვევითია ეს ყველაფერი? არამგონია, ეს არის ბენდუქიძის პოლიტიკის გაგრძელება სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ! ქართველი ერი უნდათ მომსახურედ და არა მწარმოებლად!" - წერს ტომარაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner