ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საკუთარი აგარაკიდან ადგილობრივი ალექსანდრე ცხოვრებოვი გაიტაცეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, საკუთარ მანქანაში მუქარით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით კი ცხოვრებოვი ოჯახს თავად დაუკავშირდა და განაცხადა, რომ გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 2 მილიონ რუბლს ითხოვდნენ და თანხის მისატანი ადგილიც დაუსახელა.
სამძებრო სამუშაოებს ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმი და დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აწარმოებს. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დაიკითხნენ მოწმეები.