1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. მოვლენას, რომელმაც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს საბჭოთა ოკუპაციის დასრულების და დამოუკიდებლობის მოპოვების ბიძგი მისცა, 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, უკვე 27 წელია პარტია „საქართველოს მშვიდობისათვის" ლიდერი დავით თევზაძე ყოველ წელს, 9 აპრილის გათენებას რუსთაველის გამზირზე ხვდება.
დავით თევზაძე ამჯერად, პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან თანაპარტიელებთან ერთად მივიდა.