ხვალ, გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმში ტაძრის მთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.
სხდომის მოწვევის წინადადება შვედეთს, საფრანგეთსა და ეგვიპტეს ეკუთვნით. უშიშროების საბჭოს წევრებმა უსწრაფესად უნდა გამართონ სხდომა იმის შესახებ, თუ როგორ და რა საშუალებით დაუჭირონ მხარი დეესკალაციას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ტაძრის მთის ირგვლივ კონფლიქტი 21 ივლისს მკვეთრად გაუარესდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში 6 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. პროტესტი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა უარი განაცხადა ტაძრის მთაზე მეტალოდეტექტორები აეღო.