სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებული რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავის მერიის თანამშრომელი ა. წ. და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ. ნ. სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 21 ივლისს დააკავა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები თავს დანაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.