ოკუპირებულ ცხინვალიდან ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადგილობრივი ალექსანდრე ცხოვრებოვი დე ფაქტო შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.
დე ფაქტო შს სამინისტრომ ერთ-ერთი გამტაცებელი დააკავა. მიმდინარეობს მეორე პირის დაკავების ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ ოსური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მკვიდრი ალექსანდრე ცხოვრებოვი გუშინ გაიტაცეს. ის უცნობმა პირებმა საკუთარი აგარაკიდან წაიყვანეს.