logo_geo
eng_logo
ცხინვალში ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადგილობრივი გაათავისუფლეს
- +

23 ივლისი. 2017. 13:18




ოკუპირებულ ცხინვალიდან ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადგილობრივი ალექსანდრე ცხოვრებოვი დე ფაქტო შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.


დე ფაქტო შს სამინისტრომ ერთ-ერთი გამტაცებელი დააკავა. მიმდინარეობს მეორე პირის დაკავების ოპერაცია.


შეგახსენებთ, რომ ოსური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მკვიდრი ალექსანდრე ცხოვრებოვი გუშინ გაიტაცეს. ის უცნობმა პირებმა საკუთარი აგარაკიდან წაიყვანეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner