რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა.
ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
სამშენებლო მონაკვეთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს დააკავშირებს.
პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი წლების განმავლობაში ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა მწყობრიდან გამოსული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა.
პროექტის განხორციელებისთვის 21 000 000 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.