logo_geo
eng_logo
პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
- +

23 ივლისი. 2017. 21:53


 

​საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი მისი მმართველობის სისტემაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 24 ივლისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გაუძღვება.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში სულ 29 პროფესიული თეატრია. მიმდინარე წლის სექტემბერში 23 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ეწურება.


სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურებს მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს „პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო".  საბჭოს შემადგენლობაში არიან: მანანა ანთაძე, თამარ ბოკუჩავა, დავით ბუხრიკიძე, ლელა ოჩიაური, ნინო ხურცილავა, ვასილ ჯანიკაშვილი.


სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება საბჭოს მიერ, კონკურსის წესით. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:


http://culture.gov.ge/News/konkursi-profesiuli-sakhelmcifo-teatrebis-samkhatv.aspx


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner