logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: „ქართველთა მარში“ მხოლოდ ქართველებს ეკუთვნის!
- +

24 ივლისი. 2017. 02:49


 

„მე ანგარიში უნდა ჩავაბარო ჩემს ხალხს, რადგან დასამალი არაფერი მაქვს", - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს შუადღეზე დაგვირეკეს და გვითხრეს რომ პატრიარქს უნდა შევხვედროდით. სასწრაფო წესით წავედით სნოში, სადაც პატრიარქი გველოდა. პატრიარქმა ნათლად ჩამოგვიყალიბა თავისი თხოვნა, რომ ორივე მხარეს გაგვეუქმებინა მიტინგი, რადგან არსებობდა სისხლისღვრის საშიშროება. ჩვენ როგორვ მრევლი დავექვემდებარეთ მის გადაწყვეტილებას და შევუთანხმეთ ჩვენს გუნდს, თუმცა ვიცოდით რომ ბოკერიას სატანის მოციქულები პატრიარქის სიტყვას არ დაიჯერებდნენ. ორგანიზებულად წამოსული ჩვენი ათასობით მხარდამჭერი სახლში დარჩა, რადგან დაიჯერა პატრიარქის თხოვნა. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მივედით აღმაშენებელზე, რადგან იქ 1000-მდე გულანთებული ქართველი პატრიოტი გველოდა. მათ გადავეცით პატრიარქის თხოვნის არსი და ვთხოვეთ თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. ხალხის დიდმა ნაწილმა დარჩენა ამჯობინა. ჩვენ ვერ მივატოვებდით ხალხს და დავრჩით მათთან ერთად. ვინც იქ იყო ყველამ ნახა, რომ პოლიციელების პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ ჩვენს თავზე, რადგან პირველ რიგში ვიყავით.

 

1000-1500 სულგაყიდულმა, ბოკერიას ფულზე გაყიდულმა ნაძირალამ როდესაც მსვლელობა დაიწყო გვქონდა მცდელობა გაგვერღვია პოლიციის კორდონი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. წამოვიდა კვერცხების და ცოცხების წვიმა, იყო ბოკერიას და მისი ბანდის გინება და ა.შ. შეშინებული კურდღლებივით ჩაიარეს. პლიციასთან რამდენიმე შეჯახება მოხდა. მიღალატეების აქცია მალევე დაიშალა...

 

ყველაფერი ეს ქრონოლოგიურად იმიტომ მოვყევი, რომ ზოგიერთი შემოგზავნილი ნაძირალა, რომელიც არც მარშზე იყო და არც დღეს აქ პრეტენზიებს აყენებს - ბოკერია როგორ გაატარეთო? მოსულიყავით და არ გაგეტარებინათ,ვინ დაგიშალათ? ან პატრიარქს რატომ შეხვდითო? რა უნდა გვეთქვა პატრიარქზე, არ გვცალია-თქო? თუ უნდა დავმალულიყავით? ან არ უნდა დაგვეჯერებია პატრიარქისთვის? რა გვეთქვა, რომ უწმინდესო თქვენ არ იცით, არ გინდათ საქართველოსთვის კარგი და ჩვენ უფრო დიდი ქართველები ვართთქო? მაინტერესებს ერთი რას უპასუხებდით საქართველოს სინდისს ,ერთადერთ ნათელ წერტილს, ბრძენ ადამიანს პატრიარქს? მივქცეულიყავით ისე როგორც ეკლესიის მტერი ბოკერია და გაგვეტარებინა პატრიარქის დიდი თხოვნა? აი ვინც ამას იზამდით, იმასთან არც თანამებრძოლობა მინდა, არც მეგობრობა და არც არაფერი.

 

დიახ! პატრიარქი შესაძლოა ნაწყენიც იყოს ჩვენზე, რადგან მაინც მივედით აქციაზე, მივედით და წინა რიგშიც ჩავდექით, რადგან თანამებრძოლების მცირე ნაწილიც კი არ მივატოვეთ, ვერც მივატოვებდით. ერთი მაინტერესებს - ყველა ტელევიზია ჩვენ გვებრძვის, ნაცები ჩვენ გვებრძვიან, სხვა შურიანი პარტიებიც გვებრძვიან, სოროსი გვებრძვის, არასამთავრობოები გვებრძვიან, უცხოეთის საელჩოები გვებრძვიან და ასე შემდეგ... ჩვენ კი შიშველი ხელებით ვიბრძვით, ოფისიც არ გვაქვს და შეგროვებული კაპიკებით ვბეჭდავთ სააგიტაციო მასალას.

 

უნდა გენახათ რა აღტკინებით გვეტაკა ზოგიერთი შურიანი ვითომ ჩვენიანი ნაძირალა, იფიქრა მევიდა ჩემი დროო და გველური სისინი დააყენა აქ. ქართული მარშის იდეა იმდენად ნათელია, რომ ასეთი ძლოკვები მას ვერაფერს დააკლებენ, თუმცა გულდასაწყვეტია ამდენი გიენის მსგავსი ვითომ კეთილისმსურველი. ვისაც ქართული მარშის იდეის არ ჯერავს ახლავე დაახვიეთ ჩემი მეგობრებიდან, დააგენტებული ნაგავი ან შურიანი იმპოტენტები არაფერში გვჭირდება.ვინც ბოლომდე ჩვენთან ხართ,უ ფალმა გაგიმარჯოთ და ძმად მიგულეთ, ძმად რომელიც სიცოცხლეს გაწირავს ეროვნული იდეისთვის!

 

P.S. აქ ზოგიერთ კიტოვანის შნირ ბლოგერზე არაფერს ვიტყვი, დროს არ დავკარგავ, მაგრამ ერთს ვიტყვი - იცით რატომ გამწარდა ზოგიერთი დღეს? რუსეთის გრუ-თვის „ატჩოტი" ქონდა ჩასაბარებელი, რომ ქართველთა მარშმა და ბოკერიას ბანდამ ერთმანეთი დახოცესო, ამიტომაც შევამჩნიე ახლადგამოჩეკილ ლიდერებში ზოგიერთი მათგანი. ვერ მოგართვით. რაც არ უნდა გვიტრიალოთ იცოდეთ, რომ ქართველთა მარში არც გრუ-სი, არც ცრუ-სი და არც არავისი არ გახდება, „ქართველთა მარში" მხოლოდ ქართველებს ეკუთვნის!"- წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner