აღმაშენებლის გამზირზე აქციისა და კონტრაქციის მიმდინარეობისას მოქალაქის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაშავებული გოგონა, რომელიც „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა, ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.