ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 დაშავდა.
სააგენტო „ფრანს პრესი"-ს ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე მიკროავტობუსი იყო, რომელსაც ნავთობის სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა.
პასუხისმგებლობა აღნიშნულ ტერაქტზე რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.