logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას...
- +

9 აპრილი. 2016. 22:10




საქართველოს პარლამენტი წევრი ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

ყოფილი პრეზიდენტი ცრუობს.




მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვთვლი, რომ მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება უნდა მოყვეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება ერთგვარად აყალიბებს სახეს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და მიდგომას, რომელიც ჰქონდა ქვეყნის მმართველობის მიმართ. ეს იყო ერთგვარი იდეოლოგია. დააკვირდით რას ამბობს, თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას.



მე არ მჩვევია მსგავსი რამ, მაგრამ მისი განცხადების ფონზე სხვა სიტყვას ვერ ვიტყოდი. რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა?! - მან თქვა, რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში. ერთგვარად ტაბუს ადებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა კარგი გაუკეთებია ვინმეს, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არისო. მინდა ამ კუთხით დაინახოთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად. პირველ რიგში ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, რადგან ვერც ერთი ჩინოვნიკი და ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და თვალთვალი განეხორციელებინა პოლიტიკოსებზე. ერთია, რომ ის ცრუობს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას დიქტატორულ რეჟიმში მართავდა, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მათ დროს კრიმინალი არ იყო, თუმცა გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ქვეყანაში ხალს აწამებდნენ, 26 ათასი მარტო ასეთი ჩანაწერია გაკეთებული, მედიას აშანტაჟებდნენ და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა, ასეთმა დიდმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა, არაფერი იცოდა თურმე და არც ჩემმა კოლეგებმა არაფერი იცოდნენ დეპუტატებმა, თურმე არაფერი იცოდნენ და იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, აცხადებენ, რომ თურმე ლელუაშვილი ყოფილა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი. ეს არის ტყუილი და სიცრუე. ეს კეთდება იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ადამიანის სავარაუდო დანაშაულები და თავისი დანაშაულები გადააბრალოს, რომ თითქოს ვინმე ლელუაშვილი ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების" შტაბს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner