ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის ერთ-ერთ უბანში თავი აიფეთქა. ტერაქტი ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილის, მოჰამად მოჰაქიქას სახლთან ახლოს მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.