ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვეტერანი კალათბურთელის, შიო ხეცურიანის შესახებ წერს:
„ეს რომ არ მოვყვე არ შემიძლია, კაფეში ვიჯექი, ზაზა ფაჩულიას ინტერვიუს უყურებდნენ ვიღაც ბიჭები, უცებ მესმის ლაპარაკი, რომ ერთი ეუბნება მეორეს, ბიჭო, რა მაგარია, შიო იყრის კენჭს კალათბურთის ფედარაციის შეფობაზეო, მეორე პასუხობს - ხო, მაგრამ, 1-ის სასტავიდან უბაზრებენ, რომ ნაცია და გაუჭირდება გასვლაო.
ახლა, მე მინდა შიოზე ორი სიტყვა ვთქვა: შიო გავიცანი სტენფორდის ტრეინინგზე, მაშინ იუსტიციაში სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, მე ცოტა ადამიანს ვიცნობ დღესაც ხელისუფლებაში, ვინც ასე იცავდა ყველა ქმედებას მთავრობისას, როგორც შიო, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ სამსახურის შეცვლის მერეც არ ღალატობდა პირვანდელ ჩვენებას!
ხოდა, მაგრად ტეხავს, მეტს როცა ვერაფერს მოუფიქრებ და ამ ხერხით ცდილობ მოგებას. ვინც შიოს იცნობს დამეთანხმება ყველა! ხოდა, აი, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც შიოს ირჩევენ!
არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო შენ მითხარი", - წერს ნინო ზამბახიძე.
შიო ხეცურიანი სხვადასხვა წლებში საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზეც მუშაობდა. ის ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერი და იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიც იყო. ამჟამად ხეცურიანი ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორია.