თბილისის "დინამოს" და საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დათო ყიფიანი უდიდესი კაცი და პიროვნება იყო. საინტერესო მომენტი ვრცელდება დათოს ცხოვრებიდან.
„დავით ყიფიანს, ერთმა მატრაკვეცა ინგლისელმა ჟურნალისტმა 5 ფუნტ სტერლინგი მიაწოდა, ალბათ როგორ გიჭირთო ... დავითმა ხელი მოუწერა ზედ და უკან დაუბრუნა ... გამოგადგება და იქნებ ძვირადაც გაყიდოო", - დაწერა ქართული ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა, გივი თაყაიშვილმა.
ეს ისტორია შეიძლება ბევრმა იცოდა და შესაძლოა უფრო მეტმა არ იცოდა კიდეც, ამიტომ ნამდვილად საჭიროა ისტორიისკენ ხშირად გავიხედოთ, მითუმეტეს ასეთ დროს...