logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

24 ივლისი. 2017. 13:41



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა  თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება  მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს  ქ.სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  8  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner