logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სააკაშვილი იმაზე უარესი გარეწარი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა...
- +

9 აპრილი. 2016. 22:36



უფლებადამცელი დაჩი ცაგურია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას  facebook-ზე ეხმაურება:



ეს სტატია შეუტანონ და წააკითხონ ახალაიას, მასტერას" როგორმე მივაწოდოთ მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილს და ა.შ. როგორ გაწირა ყველა?! ამ ნაძირლის გარეშე სახლის ფასადის ფერს ვერ წყვეტნენ და ხლა უნდა ვინმეს დააჯეროს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, მომღერლებს და ა.შ. უღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს, წამებისას ციხეებსა და სამალავებში წერდნენ ნაწამებ ხალხზე ძალადობის ამსახველ ვიდეოებს, მერე აშანტაჟებდნენ და ამ ყველაფერს მისი დავალების გარეშე ვინმე ბედავდა? მეტიც, თურმე ამ უკანასკნელ ნაძირალას ისიც კი არ სცოდნია, ამას რომ აკეთებდნენ?! იმაზე უარესი გარეწარი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა... ეს არარაობა ყოველ დღე ახერხებს ჩემს გაოცებას რა... იმდენი ვნახე საკუთარი თვალით, კიდევ თუ რაიმე გამაკვირვებდა არ მეგონა",- წერს ცაგურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner