გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, კუკური ჯამატაშვილს გადაჭრილი თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელს თავდამსხმელი საკუთარი სახლის ეზოსთან გაუსწორდა.
ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა კუკური ჯამატაშვილს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, თოფი კი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.