logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ორიოდ სიტყვა ა.წ. უკვე ლეგენდარულ თემურ ცხოვრებოვზე...
- +

24 ივლისი. 2017. 16:11


 

„ორიოდ სიტყვა ა.წ. უკვე ლეგენდარულ თემურ ცხოვრებოვზე", - წერს სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინც ყურადღებით უსმინა მის მონაყოლ „მებრძოლობას" დასკვნა დარჩათ, რომ თემური მტერია, მაგრამ ღირსეული, რომელმაც იცის ვაჟკაცობის ფასი. ვისაც მოსმენის და ყურების უნარი არა აქვს, თავის „პოზიციების" გასამყარებლად აწვებიან, რომ თემურ ცხოვრებოვი არის მკვლელი სადისტი, მათ შორის ტყვეები დაუხოცია და მიდის ამის გარჩევა...

 

პირდაპირ ვიტყვი, პატივცემული არაა სადისტი. აქვე დავძენ, არც კეთილშობილი მებრძოლია, ის ერთი რიგითი ბაქი-ბუქაა, რომელიც არც ომში უქნია ღმერთს და არც მშვიდობაში, აქვს ძალიან დაბალი ავტორიტეტი ცხინვალში ( ბევრჯერ მიუტყეპიათ ) და როგორც ჩვენი ენჯეოშნიკების უმრავლესობა, ყველაფერზე მიდის გრანტის მოსაპოვებლად. თბილისში ჰყავს ბევრი მეგობარი, მათ შორის ბიზნესპარტნიორები, რომლებთანაც ერთად ცხინვალური მინერალური წყლის ბიზნესი ჰქონდა... სულ ესაა, თუ ვინმეს აინტერესებს პატივცემულის ბიოგრაფია.

 

და სამწუხაროა, მაგრამ როგორც ამბობენ -  ცნობილი ლეგენდარული ,,დინამოელის'' გურამ ცხოვრებოვის ვაჟია..." - წერს თოფურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner