logo_geo
eng_logo
ლეგენდარულ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს 61 წელი შეუსრულდა
- +

9 აპრილი. 2016. 22:58



ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ქართული ფეხბურთის ყველაზე „ფეხბედნიერ კაპიტანს", ალექსანდრე ჩივაძეს 60 წლის იუბილე აქვს.


 

ალექსანდრე ჩივაძე დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს

1974-87 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში"

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - 324 მატჩი (44 გოლი)

საბჭოთა კავშირის თასი - 36 მატჩი (5 გოლი)

ევროპის საკლუბო ტურნირები - 40 მატჩი (6 გოლი).



საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978); სამგზის ბრინჯაოსპრიზიორი (1976 - გაზაფხული, 1976 - შემოდგომა, 1981); საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979); ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981);



საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1979-87) ჩაატარა 52 მატჩი (3 გოლი), 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, 1980-84 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი, 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად; რვაჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის: შვიდჯერ - პირველ ნომრად, ერთხელ - მეორე ნომრად.




1993-97 და 2000-02 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; დაჯილდოებულია ფიფას ორდენით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner