logo_geo
eng_logo
როგორი იქნება განახლებული სასტუმრო „შერატონი“
- +

25 ივლისი. 2017. 00:18

 

 

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია" სასტუმრო „შერატონის" რეკონსტრუქციას  მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ,  გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება პროექტის ამსახველი ფოტო-მასალა.




საქართველოში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „შერატონის" რეკონსტრუქცია, 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. რეკონსტრუქციის პროცესი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.




მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონი" რადიკალურად ტრანსფორმირდება. სასტუმროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ლაუნჯები დაემატება. სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონსტრუქცია მოხდება და სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლები 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი დოლარია.




















 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner