logo_geo
eng_logo
„დეპუტატი ვარ და თუ არ გაჩუმდები, ვნახოთ, ვისი აჯობებსო“- ნანა ყეინიშვილი ნინო დარსალიას აშანტაჟებდა
- +

9 აპრილი. 2016. 23:58


 

„ქართული ოცნების" დეპუტატი, „წითელი ჯვრის" ყოფილი და ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ნანა ყეინიშვილი შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცეს. როგორც ნინო დარსალიას მონათხრობიდან იკვეთება, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ, „გორგიას" მფლობელმა გია გორგოშაძემ ერთ-ერთ სუფრაზე ნანა ყეინიშვილი გაიცნეს. ამ „შემთხვევითი გაცნობის" პიკი კი ის იყო, რომ ქალბატონმა ყეინიშვილმა ნინო დარსალიას და გია გორგოშაძეს აფრიკაში, კერძოდ, განაში ოქროს ბიზნესის დაწყება შესთავაზა. ამის შემდეგ მოვლენები ფატალურად ვითარდება, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყეინიშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტში „ოცნების" სახეა და, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში ადგილს საკუთარ შვილს უთმობს, განაში მიწის ნაკვეთი „გაყიდა" და ამაში ნახევარი მილიონი აიღო, თუმცა ნინო დარსალიას ნაამბობით იკვეთება, რომ სახეზეა ჩვეულებრივი აფიორა, ანუ ყეინიშვილმა - არც მეტი, არც ნაკლები - ჰაერი გაყიდა. ყოველ შემთხვევაში, დარსალია ამბობს, რომ არანაირი ოქროს ბიზნესი არ დაუწყია და ყეინიშვილს იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ მიუცია, რომ განაში მიწის ნაკვეთი შეიძინა...


 

„წითელი ჯვრის" მაშინდელი ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი შემთხვევით გავიცანით. ერთმანეთს ერთ-ერთ სუფრაზე შევხვდით და გადავწყვიტეთ, რომ ქველმოქმედება „წითელ ჯვართან" ერთად გაგვეწია და ამ მიზნით რამდენჯერმე იაშვილის სახელობის კლინიკაშიც ვიყავით... ფული „წითელ ჯვარში" მიმქონდა. ყეინიშვილი მეუბნებოდა, შენი ფულით ეს და ეს გაკეთდებაო, თუმცა ჩემი შეცდომა ისაა, რომ ქვითარს ან რამე სხვა დოკუმენტს არ ვთხოვდი. ერთხელ, მაგალითად, 500 ლარი მივეცი, მეორედ - 300. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები რომ ვნახე, ეს ჩემთვის შოკი იყო. ამიტომ, ყეინიშვილს რამდენჯერმე შევთავაზე, რომ კლინიკაში საქველმოქმედო აქცია კიდევ ჩაგვეტარებინა, მაგრამ ერთხელაც დავაფიქსირე, ბავშვებს მხოლოდ ბუშტები მიუტანა. კი გავიფიქრე, დანარჩენი ფული სად წავიდა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს... ასე იყო თუ ისე, ყეინიშვილი ნდობაში ნელ-ნელა შემოვიდა, თან გაიგო, ვისი ცოლიც ვიყავი, გორგოშაძესთან ურთიერთობა დამოუკიდებლად დაიწყო და დიდ თანხებზე ლაპარაკიც მაშინ წავიდა.

 

 

ერთხელაც, შინ დაგვპატიჟა. „ლეპტოპი" ჩართო და გვეუბნება, აფრიკაში, კერძოდ, განაში ოქროს საბადოებია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან გვერდის ავლით, დიდი ფულის გაკეთება შეიძლება, მთავარია, მიწის ნაკვეთი ვიყიდოთ და როგორც კი გავთხრით, ოქრო ამოდისო. ამ ნათქვამმა დამაფიქრა, რადგან ჯერ ერთი, განაში მალარია მძვინვარებს და იქ რომ ჩახვიდე, სპეციალური აცრა უნდა გაიკეთო. მეორეც, სხვა კონტინენტზეა და თავისი წესები და კანონები აქვს. მოკლედ, ყეინიშვილმა ფულის ჩადება შემოგვთავაზა. ერთ თვეში, მას ჩემმა მეუღლემ  ნახევარი მილიონი გადაურიცხა. ფული განაში, აზერბაიჯანის გავლით გადაირიცხა და ამაზე შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ...

 

 

ამასობაში მე და ჩემი მეუღლე დავშორდით... ყეინიშვილმა მითხრა, გორგოშაძეს ფული არ მოათხოვინო და ეს შენი ბიზნესი იყოსო, ანუ განაში ე.წ. ოქროს ბიზნესი ჩემი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ვიდრე გავცილდებოდით, ყეინიშვილი ჩემს მეუღლესთან უჩემოდ დადიოდა... განქორწინების მერე, მოვითხოვე, რამე დოკუმენტი მოეცა, რომ ეს ფული აღებული ჰქონდა. ნოტარიული აქტით აღიარა, რომ 87 ათასი აქვს წაღებული. 400 ათასი კი სხვა ანგარიშზეა გადარიცხული, მაგრამ არ ვიცი, ეს 400 ათასი რაში „გაუბარტერეს". ალბათ, იმაში, რომ ყეინიშვილი გორგოშაძეს ეუბნებოდა, ხელისუფლებაში მოვალ და შენი პატრონი ვიქნებიო...

 

 

ამასობაში, ყეინიშვილი „ოცნების" სიაში შეიყვანეს. ტელეფონზე აღარ მპასუხობდა... მერე, მეუღლესთან ერთად, ჩემთან, სახლში მოვიდა და მითხრა, უკვე დეპუტატი ვარ, თან იცი, ვისგანაც და თუ არ გაჩუმდები, ვნახოთ, ვისი აჯობებსო. ერთი სიტყვით, ფული კარგად „დაბოლებაში" გადავიხადეთ",- განაცხადა დარსალიამ.


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner