logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ოთოია კახიძე „პიშტოლეტით“ მისულა მარშზე...
- +

25 ივლისი. 2017. 02:25


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ოპაააა... ოთოია კახიძე „პიშტოლეტით" მისულა მარშზე. ვინ მისცა მას ამის უფლება? ქართველი ხალხის ნაწილმა, პარლამენტარს აქვს იარაღის ტარების უფლება!

 

კი, ბატონო, აქვს, მაგრამ რამდენად მორალურია ასეთ დაძაბულ ვითარებაში იარაღით სიარული? პირდაპირ გეუბნებით, ეს არის სრული ამორალობა და საშიში მოვლენა!

 

ჯერ ერთი, ასე ღიად არ უნდა გეკიდოს და „მარიაჟობდე" და მეორეც, ინმეს ხელი რომ წაუცდეს, ამოგგლიჯოს შარვლიდან და ვიღაცას დასცეს, მერე სად მიდიხარ?!

 

არა, ვიცი, შენ ისე გეშინია, ისე იფსამ, მაგის გამსროლი არ ხარ, მაგრამ ხომ შეიძლება, სხვამ გამოიყენოს? მე შენ გეტყვი, ყარამან ყანთელი მყავხარ და ვერ წაგართმევენ, აი!

 

აი, მე კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები... რაკი იარაღს ასე ღიად აჩენენ, ეს უკვე მინიშნებაა რაღაცაზე. არადა, ფაქტია, „პიშტოლეტი" უფრო საშიშია მშიშრების ხელში, ვიდრე ნამდვილი კაცების ხელში. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუკი ოთოიას აქვს იარაღის ტარების უფლება, რატომ არ გვაქვს ჩვენ, მაგალითად, ჟურნალისტებს? რა, ოთოია უფრო სარისკო საქმეზე მუშაობს, ვიდრე ჩვენ?!


მოკლედ, გირჩევთ, ამიერიდან ამას, ამ ოთოს რომ დაინახავთ, ხელები ასწიეთ და ისე გაუარეთ, ან დაწექით, თორემ შეიძლება უცებ გააძროს და გესროლოთ, პირდაპირ ფეხებში. არა, შეიძლება მაგან ვერ გაბედოს, მაგრამ სხვას რომ წაუცდეს ხელი, მერე რა ვქნათ?!" - წერს ზედელაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner