„ოთო კახიძე იარაღით ბრძანებულა აქციაზე... თითქოს არაფერი ხო? პოტენციურად უკვე მკვლელია!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია წერს.
„მიტინგზე სადაც ცემატყეპაა მოსალოდნელი და იარაღს იდებ, უკვე არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი გარეწარი ხარ!
ერთხელ გააჩერა კობა კობალაძემ ბრიყვული „ინიციატივა" საკრებულოს დეპუტატებსაც მათი საპარლამენტო კოლეგებივით უპრაკონოდ ევლოთ... ვფიქრობ, ამ შეზღუდვაზე დროა პარლამენტიც გადავიდეს, თორემ აგერ გვაქვს მაგალითი, ზოგიერთ ქათამ დეპუტატს რისთვის სჭირდება თურმე იარაღი! უბრალოდ წარმოიდგინეთ, პატრულს რაღაც მომენტში ყურადღება შეესუსტებინა, ჩხუბი ამტყდარიყო და ამას გაესროლა. დომინოს პრინციპით გაგრძელდებოდა, ეს არ იქნებოდა კრიმინალი ეს პოლიტიკური გასროლა იქნებოდა! გვახსოვს ასეთი გასროლების შედეგები..." - წერს თოფურია.