logo_geo
eng_logo
„ნანა ყეინიშვილს დეპუტატობა ფულის გასაკეთებლად სჭირდებოდა“
- +

10 აპრილი. 2016. 00:38


 

„გორგიას" მფლობელს გორგოშაძეს ნანა ყეინიშვილის დახმარებით „ნაციონალები" მფარველობდნენ", - ამის შესახებ გაზეთ „ქართული სიტყვასთან" ინტერვიუში გორგოშაძის ყოფილმა მეუღლემ ნინო დარსალიამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა ყეინიშვილი „ნაციონალი" იყო და მერე, „ქართული ოცნების" წევრი გახდა.

 

 

„პირველი არა ვარ, ვინც ამას ამბობს. ამაზე მთელი დოკუმენტები არსებობს!.. ყეინიშვილი იმისაა, ვინც სჭირდება! დავით საყვარელიძის დედასთან დღესაც მეგობრობს! სხვათა შორის, „გორგიას" პრობლემები ჰქონდა და ყეინიშვილი ნანობდა, ნეტავ, ადრე რატომ არ გიცნობდით, ყველაფერს ლამაზად მოვაგვარებდიო და გია გორგოშაძეს ისიც უთხრა, „ნაციონალებთან" პრობლემები არ შეგექმნებოდაო... ყეინიშვილი იქ წავა, ვინც გადაუხდის!

 

 

აქვე ვიტყვი, ყეინიშვილი დავით საგანელიძეზე ამბობდა, ჩემი პატრონია და საინვესტიციო ფონდში ყველაფერს ვაკონტროლებო. ახლა, საინვესტიციო ფონდს თანხა გამოაყოფინა და ზუგდიდში „გორგიას" ფილიალი გაახსნევინა, თუმცა ამისთვის „გორგიას" რამდენი გამოართვა, არავინ იცის... რაც შეეხება მის დეპუტატობას, ეს მას ფულის გასაკეთებლად სჭირდებოდა! ამ ადამიანმა ფულის კეთება კარგად იცის!", - ამბობს დარსალია.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner