logo_geo
eng_logo
„ვისვრი საკმაოდ ზუსტად“ - ოთარ კახიძე განმარტებას აკეთებს
- +

25 ივლისი. 2017. 11:46



„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მარჯანიშვილზე გამართულ აქციაზე ირაღით იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი კადრები „პალიტრა ტვ"-მ გაავრცელა.


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართალია კახიძე პარლამენტის წევრია და იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა მარშის მიმდინარეობისას, იარაღის თან ქონის უფლება არ ჰქონდა.


შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.


აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით, ოთარ კახიძემ Facebook-ზე განმარტება გააკეთა.

 

„პალიტრა ტვ"-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი. მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19"-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით", - წერს დეპუტატი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner