logo_geo
eng_logo
„ჰოლიდეი ინში“ „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა გაიმართება
- +

19 თებერვალი. 2016. 23:49


20 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში," გაიმართება „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის"  წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც დამტკიცდება კლუბის 2016 წლის სამოქმედო გეგმა, მოხდება მიმდინარე საკითხების განხილვა და  ახალი წევრების მიღება. შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართება დისკუსია პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.


შეხვედრას, „სოციალური პასუხისმგებლობის წევრი" ორგანიზაციების წარმომადგენლობის გარდა, დაესწრებიან მოწვეული სტუმრები სხვადასხვა საჯარო უწყებიდან, მედიასაშუალებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციიდან. დისკუსიის წარმართვაში მონაწილეობას მიიღებენ „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის", „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და IDFI-ის თანამშრომლებიც.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner