ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს. მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება -დაჭრილ სამართალდამცველს უთანხმოება მეზობელთან მოუვიდა.
პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.